რიჩარდ ჰარისი – „ეპიზოდი”

ამერიკელი კინორეჟისორის – კრისტოფერ ჯოზეფ კოლამბუსის მიერ ჰარი პოტერის თავგადასავლების შესახებ გადაღებულ ორ გახმაურებულ მხატვრულ ფილმში – „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” და „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი”, ჰოგვორსტის დირექტორის – ალბუს დამბლდორის საყოველთაოდ ცნობილი პერსონაჟი ირლანდიელმა მსახიობმა – რიჩარდ სენტ-ჯონ ჰარისმა (1930-2002 წლები) განასახიერა თავის დროზე. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით, ჰარისი იგონებდა, რომ გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თავდაპირველად უარის თქმას აპირებდა კოლამბუსის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე, ეთამაშა ერთ-ერთი უძლიერესი ჯადოქრის როლი ჰარი პოტერში. თუმცა, მისივე მტკიცებით, საბოლოო თანხმობა მხოლოდ მას შემდეგ განუცხადა რეჟისორს, რაც 11 წლის ასაკში მყოფი საყვარელი შვილიშვილი დაემუქრა ბაბუას – „უარის შემთხვევაში ხმას არასოდეს აღარ გაგცემო”.

 რიჩარდს ჰარი პოტერის შესახებ გადაღებულ ყველა ფილმში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა, სამწუხაროდ, არ დასცალდა: ჰარისი „ხოჯკინის ლიმფომის” საშინელმა დაავადებამ იმსხვერპლა. მისი აღსასრულის შემდგომ, დამბლდორის როლი „ბეჭდების მბრძანებელში” განდალფის პერსონაჟის განმასახიერებელ ბრიტანელ მსახიობს – იენ მაკ-კელენს შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა შეთავაზებული წინადადების მიღებაზე, რადგან მიზანშეწონილად არ მიიჩნია ჰარისის შეცვლა. ჰარისისა, რომელსაც მან მაშინ – „საშინელი მსახიობი” უწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)

რიჩარდ ჰარისი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>