როუზ ელისაბედ ფიცჯერალდ კენედი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების ტრაგიკულად აღსრულებული პრეზიდენტის – ჯონ ფიცჯერალდ კენედის ქველმოქმედებით გამორჩეულმა დედამ – როუზ ელისაბედ ფიცჯერალდ კენედიმ (1890-1995 წლები), რომელსაც ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც „კენედების კლანის მატრიარქს” და, ვისაც სოციალისტური პოლიტიკური მსოფლმხედველობა გამოარჩევდა საკუთარი ვაჟისაგან განსხვავებით, XX საუკუნის მეორე ნახევარში „ბოროტების იმპერიად” წოდებულ საბჭოთა კავშირის გენსეკს – ნიკიტა ხრუშჩოვს წერილობითი თხოვნით მიმართა, მისთვის ავტოგრაფი გაეგზავნა აშშ-ი. (ავტორი გენია.ჯი) ზოგადად ცნობილია, რომ როუზს ახასიათებდა ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან კონტაქტზე გასვლა ისე, რომ თავისი პრეზიდენტი ვაჟი საქმის ყურში არ იყო და შესაბამისად, არც ნებართვა ჰქონია მისგან აღებული. დედის თავკერძა ქმედებები, რაღა თქმა უნდა, კარგად იყო ცნობილი კენედისთვის, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში თავს იკავებდა შენიშვნა მიეცა ამის გამო მისთვის. აი, ხრუშჩოვისადმი გაკეთებულმა როუზის თხოვნამ კი, როგორც ჩანს, ჯონი საბოლოოდ გააღიზიანა. შედეგად მან საკუთარ დედას კატეგორიულად მოსთხოვა, მისი პირადი ნებართვის გარეშე არასოდეს არ დაკავშირებოდა სხვა სახელმწიფოთა ლიდერებს არც ერთ შემთხვევაში… მითუმეტეს – საბჭოთა გენსეკს… და ისიც თხოვნის მიმართვით. – (ავტორი გენია.ჯი)
ჯონ ფიცჯერალდ კენედი