ფიდელ კასტრო – „ეპიზოდი”
კარიბის ზღვის აუზში განთავსებული კუნძულოვანი სახელმწიფოს – კუბის რესპუბლიკის საყოველთაოდ ცნობილი დიქტატორი – ფიდელ კასტრო (1926-2016 წლები), მუსიკის მოყვარულ კომუნისტ ლიდერს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა მშობლიური მუსიკალური ჰანგებისა, მარქსიზმისა და ლენინიზმის იდეების გულმხურვალე აპოლოგეტი უცხოურ ესტრადასაც სათანადოდ აფასებდა. თუმცა, ყველაზე მეტად იგი მაინც ლეგენდად ქცეული ბრიტანული როკ-ჯგუფის – „ბითლზის” ერთ-ერთი წამყვანი წევრის – ჯონ ლენონის შემოქმედებას ეტრფოდა. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ კასტრო ხშირად საკუთარ თავს არა მხოლოდ „ლენინელს”, არამედ „ლენონელსაც” უწოდებდა. – (ავტორი გენია.ჯი)