თავისივე დიდსულოვნებას შეწირული სიგებერტ II „კეთილი” – (ეპიზოდი)

„კეთილად” წოდებული ესექსის სამეფოს მეფე – სიგებერტ II (მმართველობის წლები 653-660 წლები), ვინაც ქრისტიანობა ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად აქცია თავის ქვეყნაში, ფრიად სულმაღალ, კეთილშობილ და ლმობიერ ადამიანს წარმოადგენდა, რასაც საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, მისი სიცოცხლეც კი შეეწირა. (ავტორი გენია.ჯი) მონარქი, ვინაც თავისი ხალხის საკეთილდღეოდ არაფერს იშურებდა, მონარქი, ვინაც არასოდეს სჯიდა მოსისხლე მტრებსაც კი, თავისივე ნათესავების (ორი ძმის) ხელით იქნა ვერაგულად განგმირული. მას შემდეგ, რაც მკვლელები დააკავეს და პასუხი მოსთხოვეს, მათ მართლაც რომ გამაოგნებელი მოტივი დაასახელეს მკვლელობის ჩადენისა. თურმე, ამ უსაძაგლეს ხალხს, ნათესავ ძმებს მეფისა იმიტომ სძულებიათ ეს კეთილშობილი კაცი, რომ იგი ყოველთვის მზად იყო დიდსულოვნად ეპატიებინა ნებისმიერი პირადი წყენა და ნებისმიერი სახის დანაშაული თავისი დაუძინებელი მტრებისათვის, როგორც კი ისინი პატიების თხოვნით მიმართავდნენ მას.

ასე შეეწირა საკუთარ კეთილშობილებასა და ლმობიერებას ესექსის „კეთილად” წოდებული მონარქი – სიგებერტ II. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>