შარლ პერო – „ეპიზოდი”

საფრანგეთის მეფის – ლუი XIV დე ბურბონის კარზე ეგზომ დაწინაურებული დიდი ფრანგი მეზღაპრე, პოეტი და ხელოვნების თეორიტიკოსი – შარლ პერო (1628-1703 წლები), ვისაც უამრავი საქებარი ოდა ჰქონდა მიძღვნილი „მეფე-მზედ” წოდებული ფრანგი მმართველისთვის, ერთობ გვიან დაქორწინდა. (ავტორი გენია.ჯი) ქორწინების ჟამს იგი 44 წლის ასაკში იმყოფებოდა, მაშინ როდესაც მისი რჩეული ქალის – მარი პეშონის ასაკი სულ რაღაც თვრამეტიოდე წლით განისაზღვრებოდა. სამწუხაროდ, 6 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შარლის მეუღლე კეთრს ემსხვერპლა (ამ ხნის განმავლობაში წყვილს ოთხი შვილი გაუჩნდა). თუმცა, ზღაპრების წერას მან კიდევ უფრო მოგვიანებით მიჰყო ხელი: თავისი პირველი ზღაპარი შარლ პერომ 60 წლის ასაკში დაწერა.

იმ პერიოდის საფრანგეთში ზღაპარი ლიტერატურის სერიოზულ ჟანრად საერთოდ არ იყო მიჩნეული და, იმის გამო, რომ რეპუტაცია არ შელახოდა მაღალ საზოგადოებაში, მის მიერ შეთხზულ ზღაპრებს იგი ნამდვილი სახელით არ აქვეყნებდა. მაგრამ დროთა განმავლობაში მაინც გაირკვა ავტორის ნამდვილი ვინაობა.

სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფი პერო ძალიან წუხდა და განიცდიდა ზღაპრების წერას რომ მიჰყო ხელი, რადგან კოლეგებისა და სწავლულების მხრიდან, რომელთაც აღარ სურდათ ურთიერთობა გაეგრძელებინათ ეგზომ „მდაბიო” ლიტერატურული ჟანრის მწერალთან, მუდმივი დაცინვის ობიექტი გახდა. ამ შემთხვევაში ფრანგმა ერუდიტებმა არ გაითვალისწინეს ის, რომ შარლი მხოლოდ ზღაპრების წერით არ კმაყოფილდებოდა. გარდა ზღაპრებისა, მის კალამს ასევე მიეკუთვნებოდა საკმაოდ მუცულობითი წიგნის – „XVII საუკუნის საფრანგეთის ცნობილი ადამიანები”-ს დაწერა, რომელშიაც უამრავი საინტერესო ფაქტი იყო მოყვანილი სახელოვანი ფრანგი მხატვრების, სწავლულების, ისტორიკოსებისა და ექიმების ბიოგრაფიებიდან. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>