ელეონორა რუზველტი – „ეპიზოდი”

1890 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული იქნა ქალთა არაკომერციული საზოგადოებრივი ორგანიზაცია – „ამერიკული რევოლუციის ქალიშვილები” (DAR), რომელშიაც უამრავი ცნობილი ქალბატონი იყო გაწევრიანებული და, რომლის დევიზსაც წარმოადგენდა – „ღმერთი, სახლი და ქვეყანა”. (ავტორი გენია.ჯი) ორგანიზაციის წევრებს შორის იმყოფებოდნენ ისეთი ცნობადი სახეები, როგორებიც იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტის – ჯორჯ ჰარისონის მეუღლე – კეროლაინ ჰარისონი, ჯორჯ ვაშინგტონის ერთ-ერთი შთამომავალი – იუჯინია ვაშინგტონი, მწერალი – ელენ უოლვორტი და სხვანი და სხვანი. მოგვიანებით, აღნიშნულ ორგანიზაციას ასევე შეუერთდა აშშ-ის ლეგენდად ქცეული პრეზიდენტის – ფრანკლინ დელანო რუზველტის საყოველთაოდ ცნობილი თანამეცხედრე - ელეონორა რუზველტი (1884-1962 წლები). ეს ის პერიოდი გახლდათ, როდესაც შავკანიანთა წინააღმდეგ საშინელ რასობრივ დისკრიმინაციას ჰქონდა ფეხი მოკიდებული ამერიკულ საზოგადოებაში. მაშინ საოპერო სცენის დაპყრობას იწყებდა პოპულარული შავკანიანი ამერიკელი მომღერალი ქალი – მარიან ანდერსონი, ვისაც ზემოაღნიშნული გარემოების გამო, „ამერიკული რევოლუციის ქალიშვილები”-ს ორგანიზაციის მიერ უარი ეთქვა „კონსტიტიუშნ-ჰოლში” კონცერტის გამართვაზე.

მარიან ანდერსონზე გამოცხადებულმა უარმა იმდენად აღაშფოთა აშშ-ის პირველი ლედი, რომ ელეონორამ ამერიკელ ქალთა ორგანიზაციას საჯაროდ დასდო რასიზმში ბრალი და სასწრაფოდ დატოვა მისი რიგები. და არა მხოლოდ დატოვა, არამედ პირადადაც კი გაუწია ორგანიზება შავკანიანი საოპერო მომღერლის საკონცერტო გამოსვლას საჯაროდ, რომელსაც სხვათა შორის, უამრავი ადამიანი დაესწრო. კერძოდ 75 000 მსმენელი. ელეონორას ადამიანურმა და ღირსეულმა საქციელმა უამრავი თანამემამულე განაწყო მისდამი დადებითად. – (ავტორი გენია.ჯი)

მარიან ანდერსონი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>