“კიროპედია”

“კიროპედია” - აღნიშნავს “კიროსის აღზრდას”.იგი წარმოადგენს ძველი ბერძენი მწერლის,ისტორიკოსისა და ანტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლის – ქსენოფონტის (ძვ.წ.აღ-ით 427-355 წლები) მიერ დაწერილ ნაწარმოებს,სადაც აღწერილია სპარსეთის აქემენდიტთა დინასტიის მეფის – კიროს II “დიდის” (მეფობის დრო ძვ.წ.აღ-ით 559-530 წლები) ცხოვრება და ზოგადად,მისი მეფობის პერიოდი.ქსენოფონტმა აღნიშნულ ნაწარმოებში წარმოსახა თავისი მხედველობით – იდეალური მონარქი,რის გამოც დაშვებულია,რიგი ისტორიული შეცდომებისა. (ავტორი გენია.ჯი) ფაქტიურად,”კიროპედიით” ქსენოფონტს სურდა წარმოედგინა საუკეთესო თვისებებით დაჯილდოებული მეფის და საუკეთესო მმართველობითი ფორმის ურთიერთშერწყმა,რომლის მაგალითადაც მან სპარსეთის უდიდესი მეფე კიროს II “დიდი” გამოიყვანა და აღწერა მისი დადებითი მხარეები,როგორც პიროვნული ასევე მმართველობითი ფორმისა.ნაწარმოები შედგება რვა წიგნისაგან და მასში მთავარი ჟანრი არ გახლავთ ისტორია.რადგან უმნიშვნელოვანესი ყურადღება გამახვილებულია იდეალური მონარქის ცოცხალ მაგალითზე კიროსზე,რომელიც ჰქმნის იდეალურ სახელმწიფოს.კიროპედიაში მოყვანილია სხვადასხვა ისტორიული პერსონაჟები და უბრალო ადამიანები.აღსანიშნავია,რომ ნაწარმოებში ფართოდ არის გაშუქებული “კიროსის აღზრდის” სუფთა სპარტანული მეთოდები,დისციპლინა და სოკრატისეული სიბრძნე,რომლებიც რაღა თქმა უნდა ძველბერძნული ყოფა-ცხოვრებიდან აქვს აღებული.პირველ წიგნში ასახულია სპარსეთის სახელმწიფო წყობა და კიროსის ბავშვობის წლები. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო დანარჩენი ნაწილები ეძღვნება მისი მმართველობის ხანას,ბრძოლებს,ბიოგრაფიას და სხვა პიროვნულ ღირსებებს.ბოლო მერვე წიგნი ეძღვნება,კიროსის ბრძნული მმართველობისა და სამეფოში სიმშვიდის დამყარების პერიოდს.თავად მერვე წიგნის ბოლო თავი კი შეიცავს კიროსის გარდაცვალების შემდგომ პერიოდს,თუ როგორ მართავდნენ სამეფოს მისი ის შთამომავლები,რომლებმაც დაცემამდე მიიყვანეს სპარსეთის ერთ დროს უძლეველი იმპერია.

ქსენოფონტის – “კიროპედია” მიჩნეულ იქნა პირველ “რომანული” ჟანრის ნაწარმოებად.მიუხედავად მასში დაშვებული უამრავი ისტორიული შეცდომისა,ის მაინც აღიარებულია ერთ-ერთ უდიდეს ლიტერატურულ ქმნილებად და ნათარგმნია მრავალ უცხო ენებზე.ფაქტობრივად ქსენოფონტმა,ამ ნაწარმოებით წარმოაჩინა,მისეული ხედვა იდეალური მონარქისა და იდეალური მმართველობის სტილისა. (ავტორი გენია.ჯი)