რეი ბრედბერი – „ეპიზოდი”

საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ დიდი ამერიკელი მწერლის – რეი დაგლას ბრედბერის შემოქმედების ერთ-ერთი საუკეთესო ლიტერატურული ქმნილება – „ფარენჰაიტით 451 გრადუსი”, რომელიც ცნობისათვის, ავტორმა კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სარდაფში დაწერა, პირველად გამოქვეყნებული იქნა მამაკაცთათვის განკუთვნილ ისეთ საყოველთაოდ ცნობილ ამერიკულ ჟურნალში, როგორიც გახლავთ – „პლეიბოი”. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ისიც, რომ „პლეიბოი”-ს იმ ნომრის გარეკანს, რომელშიაც ბრედბერის ნაწარმოების დებიუტი შედგა მაშინ, სექს-სიმბოლოდ ქცეული პოპულარული ამერიკელი მსახიობი ქალის – მერილინ მონროს ფოტო ამშვენებდა. ცნობილია ისიც, რომ ავტორმა, ვინაც პროფესიად მწერლობა ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში გადაწყვიტა, აღნიშნულ ნაწარმოებს სახელწოდებად – „მეხანძრე” შეურჩია თავდაპირველად, თუმცა მოგვიანებით თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და ის სახელი უწოდა, რომლითაც დღეს ვიცნობთ მას. – (ავტორი გენია.ჯი)

P.S. კალიფორნიის ბიბლიოთეკის სარდაფით სარგებლობისათვის მწერალი ყოველ ნახევარ საათში – ათ ცენტს უხდიდა დაწესებულების ადმინისტრაციას. საბოლოო ჯამში, იგი რომანზე მუშაობას სულ რაღაც 9 დღეში მორჩა და ამისათვის 9 დოლარისა და 80 ცენტის გადახდა მოუწია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>