იცით თუ არა, რომ?!
1. აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი რიგით მეცხრე პერსონაა სიაში, ვისაც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამერიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულება ევალება. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. სტატისტიკოსთა ცნობების თანახმად, სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიები აპირინის 80 მილიარდ აბს ყიდიან ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით.
* * *
3. სპილოები ადამიანებისაგან განსხვავებით, კიბოს საშინელი სენით არასოდეს არ ავადდებიან.
* * *
4. იტალიური წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი მსახიობი – ნიკოლას კეიჯი თავისი უცნაური შენაძენებით ყოველთვის აოცებს საზოგადოებას. ასე მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ მან 150 000 ამერიკული დოლარი გადაიხადა იმისათვის, რომ რვაფეხა შეეძინა.
* * *
5. პოპულარული ამერიკელი პოპ-მუსიკოსი ქალი – მადონა, თავდაპირველად, Dunkin’ Donuts-ის სწრაფი კვების ერთ-ერთ რესტორანში გახლდათ დასაქმებული, საიდანაც იმის გამო დაითხოვეს, რომ ერთხელ მუშტარს შემთხვევით გადაასხა ჟელე ტანისამოსზე. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. პირველი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც კოსმოსში აახლეს თან კოსმონავტებს – „მაკაროვი” გახლდათ.
* * *
7. დღეისათვის ეგზომ პოპულარული ქალის სახელი – ჯესიკა, გენიალურმა ინგლისელმა დრამატურგმა – უილიამ შექსპირმა გამოიგონა. მან აღნიშნული სახელი პირველად თავის უკვდავ პიესაში – „ვენეციელ ვაჭარში” გამოიყენა.
* * *
8. სტატისტიკოსები ირწმუნებიან, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცილებით მეტი „მაკდონალდსია”, ვიდრე ბიბლიოთეკა.
* * *
9. კატების მსგავსად, კნავილით ციყვებიც გამოირჩევიან.
* * *
10. კუნგ-ფუს ერთ-ერთმა საუკეთესო ჩინელმა ოსტატმა და მსახიობმა – ბრუს ლიმ, 1950 წელს მონაწილეობა მიიღო ჰონგკონგის ჩემპიონატში „ჩა-ჩა-ჩა”-ს კუბური მუსიკალური სტილის ცეკვებში და გამარჯვებაც მოიპოვა. – (ავტორი გენია.ჯი)