ისიკავა ტაკუბოკუს რამდენიმე ტანკა

ყოველი კაცის

სულსა და გულში

თუ იგი მართლა კაციშვილია,

მუდამ ფარული

ტუსაღი კვნესის.

* * * * * * *

„დაგკრავ!”

მეტყოდნენ.

„დამკარ!” – ვეტყოდი…

ნეტავი ისევ

ის გული მქონდეს…

* * * * * * *

თუ მკითხა ვინმემ, რა არის სევდა,

ჩემი პასუხი მხოლოდ ერთია:

სევდა -

ეს არის სიცოცხლის გემო,

მე ეს ვიგრძენი ძალიან ადრე!

* * * * * * *

გრიგალმა სოფელს გადაუარა

და ერთ ღამეში

სილამიწის გორაკი დადგა…

საფლავი ვისთვის?

* * * * * * *

„განა ამისთვის

ღირს კი სიკვდილი?”

„განა ამისთვის

ღირს კი სიცოცხლე?”

ო, მიანებე თავი ამ კამათს.

 

 

 

კომენტარის დატოვება