„დამაკვირდი”
„დიდ საქმეს დიდი სიყვარული აკეთებს”. – კონსტანტინე ლორთქიფანიძე - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბავშვებს მინდვრიდან ერთი მუჭა წითელ-ყვითელი ენძელა მოეტანათ და მაგიდაზე გაეშალათ. დედა ჯავრობდა, ენძელას სახლში მოტანა არ ვარგა: ვინც პირველად ნახავს, ფეხზე მდგომი უნდა ნახოს და არა მოგლეჯილიო… ენძელა სიცოცხლის ნიშანია და ამ პირველ გაზაფხულზე სიკვდილი რა მოსაგონიაო?” – თედო რაზიკაშვილი
* * *
„შეჩერდი, წუთო! როგორ ჰყვავის იასამანი. ამ სილამაზის გამეტება არ შეიძლება”. – ლუბომირ დმიტრენკო
* * *
„ყველაზე დიდი მიუკერძოებელი მსაჯული, ყველაზე ულმობელი განმკითხავი – ჟამთასვლაა!”. – კონსტანტინე ლორთქიფანიძე
* * *
„ო, შორეულო ბავშვობის დღეო, როგორ შეგნატრი!” – ისიკავა ტაკუბოკუ – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეჰ, კარგია თავისუფალი ცხოვრება! ცოცხალი იყო და შენი სიცოცხლე შენად არ გეგულებოდეს, ისევ არა სჯობია, არ იყო?!” – თედო რაზიკაშვილი
* * *
„დიდ სილამაზეს სიტყვა რად უნდა!” – ისიკავა ტაკუბოკუ
* * *
„საქართველოს სიყვარულს ბევრი რამ ეპატიება”. – კონსტანტინე ლორთქიფანიძე
* * *
„ბუნება ზოგიერთი კაცისათვის მხოლოდ და მხოლოდ დროს გასატარებელი ადგილია”. – გიორგი ნატროშვილი
* * *
„შვილს კარგი მამის სახელი მიუძღვება წინ”… – (ავტორი გენია.ჯი)