ჩრდილოეთ კორეა – „ეპიზოდი”
აღმოსავლეთ აზიაში არსებული უკიდურესად სასტიკი და ულმობლად დაუნდობელი პოლიტიკური რეჟიმის მქონე – ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც საკვირველია, რომ მარიხუანას მოხმარება ლეგალურად არის დაშვებული, რადგან მას ნარკოტიკის კლასიფიკაციაც კი არ აქვს მინიჭებული, „ჩუჩხეს კალენდარი” გახლავთ მოქმედებაში. (ავტორი გენია.ჯი) ეს უჩვეულო კალენდარი სათავეს ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკისა და „ჩუჩხეს” პოლიტიკური იდეოლოგიის ფუძემდებლის – კიმ ირ სენის დაბადების დღის თარიღიდან იღებს. შედეგად, თუკი ყველა ცივილიზებულ სამყაროში დღეისათვის 2022 წელია, იქ, კორეის ნახევარკუნძულზე განთავსებულ ოდიოზურ სახელმწიფოში მხოლოდ – 111 წელი დგას. აქვე გასათვალისწინებელია ერთი მეტად საინტერესო და მრავლისმეტყველი გარემოებაც. კერძოდ: ამ უსასტიკესი რეჟიმის ფუძემდებელი – კიმ ირ სენი სწორედ იმ დღესა და იმ წელიწადს მოევლინა (საუბედუროდ) ქვეყნიერებას (1912 წლის 15 აპრილი), როდესაც კაცობრიობას ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს უზარმაზარი ინგლისური საზღვაო ლაინერის „ტიტანიკის” ტრაგიკულად ჩაძირვის სახით.
საყურადღებო ისიცაა, რომ გაუგონარი დიქტატურის ქვეშ მაცხოვრებელი ხალხი „51 სოციალურ კატეგორიად” არის დაყოფილი ხელისუფლების მიერ. ქვეყნის მოსახლეობის სოციალური კლასის რეიტინგი პირდაპირ არის დაკავშირებული „რეჟიმისადმი ლოიალურობაზე”. შედეგად, რაც უფრო ლოიალური და მონა-მორჩილია მოქალაქე ბელადის და მის მიერ წარმოებული პოლიტიკის მიმართ, მით უფრო მაღალ სოციალურ სტატუს იკავებს იგი გაუბედურებულ ჩრდილოკორეულ საზოგადოებაში. – (ავტორი გენია.ჯი)