იცით თუ არა, რომ?!
1. გერმანულ არმიაში ერთი მეტად უცნაური კანონი მოქმედებს: ალემან სამხედროებს უფლება აქვთ არ შეასრულონ მეთაურის ის ბრძანება, რომელიც მათი მოსაზრებით, ადამიანის ღირსებას ბღალავს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. გეოგრაფთა ცნობით, დღეისათვის დედამიწაზე საერთო ჯამში 500 000-მდე კუნძული არსებობს.
* * *
3. სხვა შინაური ცხოველებისაგან განსხვავებით, კატები თავად გაუშინაურდნენ ადამიანებს.
* * *
4. ორანგუტანი – მალაიური წარმომავლობის მოქნე სიტყვაა და „ტყის კაცს” აღნიშნავს.
* * *
5. კვერნისებრთა ოჯახის მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი – სამურავი, რომელსაც შიშის არანაირი გრძნობა არ გააჩნია, ერთ-ერთ ყველაზე გაბედულ და მამაც ცხოველად არის მიჩნეული მსოფლიო ფაუნის წარმომადგენელთა შორის. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. კამეჩებმა – განსაკუთრებულად ფრთხილი და ფხიზელი ძილი იციან.
* * *
7. ღვინო – ასაკის მატებასთან ერთად იცვლის ფერს.
* * *
8. ნიანგი – ყოველწლიურად, საშუალოდ, 30 სანტიმეტრს იზრდება სიგრძეში. საყურადღებოა, რომ იგი ზრდას თავისი არსებობის არც ერთ ეტაპზე არ წყვეტს, ვიდრე სიკვდილამდე. შესაბამისად, რაც უფრო დიდია მისი ფიზიკური ზომები, მით უფრო ასაკოვანი გახლავთ იგი.
* * *
9. ბოტანიკოსთა მტკიცებით, სულ დედამიწაზე 15 000 სხვადასხვა სახეობის ბრინჯია გავრცელებული.
* * *
10. შოტლანდია – 790 კუნძულზეა განთავსებული, რომელთაგანც 130 უკაცრიელი, დაუსახლებელი კუნძულია. – (ავტორი გენია.ჯი)