„ყველაზე ერთგული ძაღლი მსოფლიოში”
„ყველაზე ერთგული ძაღლი მსოფლიოში” – ასე მოიხსენიებენ სკაიტერიერის ჯიშის ძაღლის ერთ-ერთ ეგზემპლარს ედინბურგელები დღემდე. ცნობისათვის, ეს ეგზომ ელეგანტური და ღირსეული გრძნობის მატარებელი ძაღლის სახეობა, XVII საუკუნის შოტლანდიაში იქნა გამოყვანილი. გარდა ამისა, მას მოიხსენიებენ, როგორც – „ერთი პატრონის ძაღლი”, რადგან უცხოთა მიმართ ყოველთვის განსაკუთრებით უნდონი არიან. (ავტორი გენია.ჯი) სახელად მას პატრონმა, ვისთანაც ორი წლის განმავლობაში იცხოვრა, – „ბობი” უწოდა. ბობის ედინბურგელი მეპატრონე – ჯონ გრეი 1858 წლის 15 თებერვალს ტუბერკულოზმა იმსხვერპლა. იგი ადგილობრივ სასაფლაოზე იქნა დაკრძალული ქალაქის ძველ ნაწილში. ბობიმ თავის პატრონზე 14 წლით ხანგრძლივ იცოცხლა და მთელი ეს უზარმაზარი პერიოდი მის საფლავზე გაატარა ერთგულად. ამ ხნის განმავლობაში იგი დღეში მხოლოდ ერთხელ ტოვებდა თავისი პატრონის საფლავს – ბობი ყოველდღიურად მიდიოდა სასაფლაოსთან შორი-ახლოს მდებარე იმ კაფეში, სადაც ჯონ გრეის უყვარდა ხოლმე სტუმრობა სიცოცხლის ჟამს. დაწესებულების კეთილშობილი მეპატრონე კი, ვისთვისაც კარგად იყო ცნობილი ბობის „ვინაობა”, მთელი 14 წლის განმავლობაში აწვდიდა დიდსულოვნად პურ-ფუნთუშეულს თავისი კაფის ყოველდღიურ უცნაურ მოწყალების მთოვნელ სტუმარს. კეთილი კაცის მიერ მადლიანად გაწვდილ ლუკმას იგი ადგილზე არასოდეს შეექცეოდა. მას იგი მხოლოდ პატრონის საფლავზე დაბრუნების შემდგომ შეექცეოდა.
ამ უჩვეულო და სულისშემძვრელმა ამბავმა მალე მთელი ედინბურგი მოიცვა. რამდენიმე ხანში პატრონის ერთგული ძაღლი ქალაქის მუნიციპალიტეტმა აიყვანა თავის მფარველობაში: მას გაუკეთეს საყელური, რომლის გრავიურაზეც ეწერა – „გრეიფსფაიერსი ბობი ლორ-მერიდან. 1867 წელი. დასაშვებია”.
1872 წელს, სამწუხაროდ, ბობი ამიერს გამოეთხოვა. პატრონის გარდაცვალებიდან 14 წლის გასვლის შემდეგ. იგი მთელმა ქალამა გამოიგლოვა. უკანასკნელი განსასვენებელიც საყვარელ ცხოველს ედინბურგელებმა საპატიო ადგილას მიუჩინეს – სასაფლაოს შესასვლელში. პატრონის საფლავთან ახლოს. მოგვიანებით, ედინბურგში ამ დიდებულ „ოთხფეხა მეგობარს” ძეგლიც დაუდგეს ქალაქის ცენტრში. – (ავტორი გენია.ჯი)