უეინ მაკლარენი – „ეპიზოდი”
თამბაქოს სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ამერიკული სიგარეტის მარკის – „Marlboro”-ს ეგზომ პოპულარიზაციაში, თავის დროზე უდიდესი წვლილი დაიდო ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, კასკადიორმა და როდეოს ტრადიციული სპორტის მიმდევარმა მოდელმა – უეინ მაკლარენმა (1940-1992 წლები). აღნიშნული კომპანიის სარეკლამო სახედ ქცეული „კოვბოი-Marlboro”, ვინაც მარლბოროს ფირმის სიგარეტის გაყიდვები წარმოუდგენელ სიმააღლეებამდე აიყვანა რეკლამის წყალობით, თავადაც თამბაქოს მასიურად მომხმარებელი იყო. მას შემდეგ კი, რაც 50 წლის ასაკში მყოფ უეინს მედიკოსებმა სამედიცინო დიაგნოზად თამბაქოს მოხმარების შედეგად წარმოქმნილი საშინელი სენი – „ფილტვების კიბო” დაუდგინეს, იგი თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში ჩაერთო თავდაუზოგავად. მაკლარენი არა მხოლოდ თამბაქოს მოხმარებას ეწინააღმდეგებოდა დაუნდობლად, არამედ ნამდვილ ომშიც ჩაება თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების წინააღმდეგ. ასე რომ, ერთ დროს ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარის მოხმარების პოპულარიზატორი პიროვნება ახლა უკვე მისი მოხმარების დაუძინებელ მტრად ჩამოყალიბდა.
მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის შედეგად მას ცალი ფილტვი სრულიად ამოუღეს, სამწუხაროდ, ცნობილი კოვბოი 52 წლის ასაკში მაინც ემსხვერლა მის ორგანიზმში გავრცელებულ ამ საშინელ დაავადებას. – (ავტორი გენია.ჯი)