ჯეკ ნიკოლსონი – „ეპიზოდი”
დიდი ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი – ჯეკ ნიკოსლონი 1937 წლის 22 აპრილს მოევლინა ქვეყნიერებას ნიუ-იორკში. მისი დაბადების ჟამს, მომავალი ხელოვანის პროფესიით მომღერალი და მოცეკვავე დედა – ჯუნ ფრენსის ნიკოლსონი არა მხოლოდ მცირეწლოვანი გახლდათ (ჩვიდმეტიოდე წლის ასაკში იმყოფებოდა), არამედ ქორწინების ოფიციალური აქტითაც არ იყო დაკავშირებული თავისი ვაჟის მამასთან. (ავტორი გენია.ჯი) იმის გამო, რომ ეს ფაქტი არ გახმაურებულიყო, ქალიშვილის უკანონო შვილზე მზრუნველობა საკუთარ თავზე ჯუნის მშობლებმა ისე აიღეს, თითქოსდა ჯეკი მათი შვილიშვილი კი არა, ნამდვილი ღვიძლი შვილი იყო. თავად ნიკოლსონის დედა ამ დროს თავისი ვაჟის დის „როლს” თამაშობდა. ამიტომაც იყო, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ამერიკელ მსახიობს დედ-მამად ბებია და ბაბუა მიაჩნდა, ხოლო ღვიძლ დად კი საკუთარი – დედა. ასე გრძელდებოდა 1974 წლამდე, ანუ მანამდე, სანამ სახელოვან მსახიობად ქცეულ ჯეკ ნიკოლსონს ჟურნალ „თაიმი”-ს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა არ მოუყვა სიმართლე. – (ავტორი გენია.ჯი)