თეოდორ რუზველტი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 26-ე პრეზიდენტი – თეოდორ რუზველტი (1858-1919 წლები), ვისაც 1906 წელს ნობელის პრემია გადაეცა მშვიდობის დარგში, ორი ქორწინებიდან ექვსი შვილის მამა გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის, ოთხი ვაჟი იყო – თეოდორ (უმცროსი), კერმიტი, არჩიბალდი და კვენტინი, ხოლო ორი ქალიშვილი – ალისა და ეტელი. სამწუხაროდ, თეოდორმა ოთხივე ვაჟიშვილი ომებში დაკარგა. კვენტინი პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას დაიღუპა საფრანგეთში გამართულ ერთ-ერთ საჰაერო ბრძოლაში; კაცობრიობისათვის ამ საშინელ მოვლენას ასევე ემსხვერპლა მისი მეორე ვაჟიშვილი – არჩიბალდიც. იგი ბრძოლაში მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა; რუზველტის მესამე ვაჟმა – კერმიტმა, რომელიც სამხედრო-საიდაზვერვო ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას ალიასკაზე, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა; თეოდორის მეოთხე ვაჟს – უმცროს თეოდორს კი, ვინაც მეორე მსოფლიო ომში იღებდა მონაწილეობას, ერთ-ერთი სასტიკი შეტაკების შემდეგ გულის შეტევა განუვითარდა, რაც ფატალური შედეგით იქნა დასრულებული. – (ავტორი გენია.ჯი)