ნიკოლა ტესლა – „ეპიზოდი”
სიკვდილის სარეცელზე მყოფი სერბული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი ფიზიკოსი და გამომგონებელი – ნიკოლა ტესლა (1856-1943 წლები), ვინაც განუზომლად დიდი წვლილი დაიდო ელექტრო და რადიოტექნიკური საშუალებების განვითარებაში კაცობრიობისდა სასიკეთოდ, ძალიან წუხდა იმაზე, რომ მისი მრავალწლიანი თავდადებული შრომა სათანადოდ არ იქნა დაფასებული კაცთა მოდგმის მიერ. „ყველა იმ წლებმა, რომლებიც მე კაცობრიობის სამსახურში ჩამდგარმა გავატარე, არავითარი სარგებლობა არ მომიტანეს, გარდა შეურაცხყოფისა და დამცირებისაო”, – განუცხადებია სიკვდილის წინ გულდაწყვეტილ მეცნიერს მისი ახლობლებისათვის. – (ავტორი გენია.ჯი)