სუშრუტა – „ეპიზოდი”
დღეისათვის ადამიანებში ერთობ გავრცელებული ისეთი დაავადება, როგორიც გახლავთ – „შაქრიანი დიაბეტი”, რომლის დროსაც სისხლში მომატებულია გლუკოზის კონცენტრაცია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, პირველად „ქირურგიის მამად” წოდებულმა გენიალურმა ძველ ინდოელმა მედიკოსმა და მწერალმა - სუშრუტამ (ძვ.წ.აღ-ით 800-700 წლები) გამოავლინა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამედიცინო ტრაქტატის – „სუშრუტა-სამჰიტა”-ს ავტორმა დაკვირვების შედეგად დაადგინა, რომ დიაბეტიანი ადამიანების შარდი წებოვანი და მოტკბო გახლდათ, რადგან მას განსაკუთრებით ეტანებოდნენ ყოველგვარ ტკბილეულზე განსაკუთრებულად დაგეშილი ჭიანჭველები.
მას შემდეგ, რაც ამ უდიდესმა მედიკოსმა დიაბეტი გამოავლინა და მასზე დაკვირვება აწარმოა, აღნიშნა, რომ იგი ძირითადად შეძლებულ ადამიანებს ემართებოდათ, რადგან მხოლოდ მათ გააჩნდათ საშუალება ყოველდღიურად მიერთმიათ დიდი რაოდენობით ამა თუ იმ სახის ტკბილეული. – (ავტორი გენია.ჯი)