უცნაური ძველ ირლანდიული სამეფო ტრადიცია – „ეპიზოდი”

საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ირლანდიელი მეფეები ერთობ საკრალურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ისეთ ინტიმურ ორგანოებს ადამიანისა, როგორებიც გახლავთ – ძუძუს თავები. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: იმისათვის, რომ ქვეშევრდომებს თავიანთი მეფის მიმართ ერთგულებისა და მორჩილების დემონსტრირება მოეხდინათ, ისინი ძალიან უცნაურ მეთოდს მიმართავდნენ: მათ უცილობლად საგულდაგულოდ უნდა დაეკოცნათ მონარქისათვის სხეულის ზემოაღნიშნული ნაწილები. გარდა ამისა, ტახტიდან ჩამოგდებულ და სიკვდილით დასასჯელად შემზადებულ მონარქებს ისინი უპირველეს ყოვლისა, სწორედ რომ ძუძუს თავებს აჭრიდნენ და მხოლოდ ამის შემდგომ კლავდნენ რიტუალური წესით. ამ უჩვეულო წარმართული ტრადიციის არსებობას სხვა ძველ ავტორებთან ერთად, ადასტურებდა ირლანდიელთა მიერ წმინდანად შერაცხილი წმინდა პატრიკიც. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>