რა ეკრძალებათ აშშ-ის ექს-პრეზიდენტებს?
ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირები საპრეზიდენტო უფლებამოსილების დასრულების შემდეგ, კარგი პენსიითა და უამრავი პრივილეგიებით არიან უზრუნველყოფილნი. მათ სახელმწიფოს მხრიდან ასევე გარანტირებული აქვთ უწყვეტი დაცვა, რომელსაც აშშ-ის საიდუმლოს სამსახურის წარმომადგენლები ანხორციელებენ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა კი საინტერესოა ის გარემოება, რომ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ქვეყნის ექს-პრეზიდენტებს ავტომობილის მართვის უფლება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მამულების ტერიტორიებზე გააჩნიათ და არამც და არამც საჯარო გზებზე. აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტი, ვინაც საკუთარი სიცოცხლე რისკის საფრთხის ქვეშ დააყენა და ყოველგვარ დაცვაზე უარი განაცხადა ოფიციალურად, ქვეყნის რიგით 37-ე პრეზიდენტი – რიჩარდ ნიქსონი გახლდათ. ეგზომ მოძალებულ პრივილეგიებზე უარის თქმამ მას იმის საშულება მისცა, რომ პირადად ემართა ავტომობილი ნებისმიერი დანიშნულების მქონე გზაზე. – (ავტორი გენია.ჯი)