ფრანსუა ვიიონი – „ეპიზოდი”

„მძარცველი, მკვლელი და სუტინიორი” – რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, სწორედ ასეა მოხსენიებული გვიანდელი შუა საუკუნეების რიგ სასამართლო დოკუმენტებში ფრანგული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი და პირველი ფრანგი ლირიკოსი პოეტი – ფრანსუა ვიიონი (1431-1463 წლები). „იგი იმდენად მარტივად და ხშირად არღვევდა კანონს, თვით ალ კაპონესაც კი შეშურდებოდაო”, – ამბობენ მის შესახებ თანამედროვე ავტორები.

პირველი გახმაურებული კრიმინალური ქმედება ვიიონმა მაშინ ჩაიდინა, როდესაც ერთ-ერთ სასულიერო პირთან – ფილიპე სერმუაზთან ჩხუბის დროს მოდავეს გამეტებით ჩასცხო ქვა თავში და სასიკვდილოდ გაიმეტა იგი. ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, მათ შორის გამართული სამკვდრო-სასიცოცხლო ჩხუბი შემდეგ გარემოებასთან იყო დაკავშირებული: ვიიონმა ის ქალიშვილი გოგონა აცდუნა, რომელიც ფილიპეს უყვარდა.

ნიშანდობლივია, რომ სიკვდილის წინ მომაკვდავმა სერმუაზმა ვიიონს თავისი დანაშაული დიდსულოვნად აპატია, რასაც ვერ ვიტყვით პარიზის სასამართლოზე, რომელმაც ამ უკანასკნელზედ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მკვლელობის მუხლით. თუმცა კი არ დაუკავებია. სასამართლომ ვერდიქტის გამოტანა 6 თვის განმავლობაში გააჯანჯლა, რითიც კარგად ისარგებლა მკვლელობაში ბრალდებულმა პოეტმა. პოეტმა, რომელმაც კონსენჟერიას სასტიკი რეჟიმის მქონე ციხის საკანში მოსალოდნელ ჯდომას პარიზიდან იდუმალად გაქცევა ამჯობინა. მან არ იცოდა, რომ სასამართლო მას უდანაშაულოდ სცნობდა რამდენიმე ხანში.

სწორედ ამის შემდგომ დაუკავშირა ვიიონმა საბოლოოდ თავისი ბედი დამნაშავეთა სამყაროს და პროფესიონალ კრიმინალად ჩამოყალიბდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>