ლუკა ჯორდანო – „ევროპეს მოტაცება”

„ევროპეს მოტაცება” – წარმოადგენს ნეაპოლიტური სახვითი ხელოვნების სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის, გენიალური იტალიელი ფერმწერის – ლუკა ჯორდანოს (1634-1705 წლები) მიერ ზეთის საღებავების გამოყენებით ტილოზე დახატულ შედევრ-სურათს, რომლის სიუჟეტადაც ავტორმა ეგზომ ცნობილი ძველებრძნული მითოლოგია – ზევსის მიერ მიწათმოქმედთა მფარველი ქალღმერთის – ევროპეს მოტაცება გამოიყენა. (ავტორი გენია.ჯი) სურათის სიმაღლე – 206 სანტიმეტრია, სიგანე – 300 სანტიმეტრი. ავტორმა მასზედ მუშაობა 1675 წელს დაიწყო და 1676 წელს დაასრულა. ტილოს მარცხენა მხარეზე დატანილია ლუკა ჯორდანოს ხელმოწერა.

მოტივი იმისა, რის გამოც მან აღნიშნული შედევრი შექმნა, დღემდე დაუდგენელია. გარდა ამისა, დაუდგენელია ტილოს ადრეული ისტორიაც.

გარკვეული ხნის განმავლობაში, „ევროპეს მოტაცება” ბერლინის საქალაქო საბჭოს ერთ-ერთი მრჩევლის, ვინმე ტრიბლის კოლექციაში იყო დაცული. ამ უკანასკნელს იგი პარიზში შეუძენია თავის დროზე. მოგვიანებით იგი ერმიტაჟმა გამოისყიდა მისგან და დღეის მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ მართლაც სიმბოლურია, რომ 1771 წლიდან ჯორდანოს ნამუშევარმა „ევროპის მოტაცება”-მ რუსულ ერმიტაჟში დაიდო ბინა, სადაც დღემდეა წარმოდგენილი. – (ავტორი გენია.ჯი)

ლუკა ჯორდანო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>