სტუდენტები – „ეპიზოდი”
მოგეხსენებათ, რომ სტუდენტები, თუკი ისინი შეძლებული ოჯახის შვილები არ იყვნენ, ხშირად განიცდიდნენ ფინანსურ სიძნელეებს. სამწუხაროდ, ასეა თანამედროვე პერიოდშიც. (ავტორი გენია.ჯი) ამ მხრივ მაინც, განსაკუთრებით, „ბნელად” წოდებული შუა საუკუნეები გამოირჩეოდა. შედეგად, ბევრი ევროპული უმაღლესი სასწავლებლების მოსწავლეები იძულებულნი ხდებოდნენ – ქაღალდის, პეროსა და სწავლისათვის საჭირო სხვა საშუალებების შესაძენად, მოწყალება ეთხოვათ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. მოწყალების თხოვნის ერთობ ორიგინალური მეთოდით გამოირჩეოდა უძველესი გერმანული ქალაქ – აუგსბურგის უნივერსიტეტის ღარიბი სტუდენტები: ისინი საღამოობით გუნდ-გუნდად შეჩერდებოდნენ ხოლმე ამა თუ იმ სახლის ფანჯარებთან და მთელი თავიანთი შესაძლებლობებით იწყებდნენ სიმღერას. ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ განსაკუთრებით გულუხვად აუგსბურგელი მოქალაქეები იმ გუნდის წევრებზე გასცემდნენ მოწყალებას „დიდსულოვნად”, რომელთაც არავითარი მუსიკალური სმენა არ გააჩნდათ და ყველაზე ცუდად მღეროდნენ. იმისათვის, რომ სტუდენტებს სიმღერად ქცეული ღრიალი სასწრაფოდ შეეწყვიტათ, სახლის მეპატრონეები მზად იყვნენ გაცილებით დიდი ფული გაეღოთ მათზე მოწყალების სახით.
ბოლოს და ბოლოს აუგსბურგელებს იმდენად მოაბეზრეს თავი სტუდენტებმა თავიანთი გამოსვლებით, რომ 1522 წელს ქალაქის მაგისტრმა მათ დასახმარებლად სპეციალური ფონდი დაარსა. – (ავტორი გენია.ჯი)