გუსტავ ფლობერი წერდა…
„მე მაქვს სარწმუნოება, ჩემი სარწმუნოება, და უფრო მეტიც, ვიდრე სხვებს, მთელი მათი პირმოთნეობითა და ჯამბაზობით. პირიქით, მე მიყვარს ღმერთი! მე მრწამს არსი უზენაესი, შემოქმედი; ჩემთვის სულ ერთია, როგორიც უნდა იყოს იგი; მე მრწამს იგი, ვინც გაგვაჩინა და ამქვეყნად მოგვავლინა, რათა პირნათლად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობანი მოქალაქისა და ოჯახის მამისა; მაგრამ საამისოდ მე როდი მესაჭიროება ეკლესიაში სიარული, იქ ვერცხლის თეფშებზე მთხვევა და საკუთარი ჯიბით იმ ერთი მუჭა თვალთმაქცების სუქება, ვინც ჩვენზე უკეთ იკვებება! ვინაიდან ღმერთი შეგიძლია ადიდო აგრეთვე ტყეშიც, მინდორშიც და ეთეროვანი ცის გუმბათის ჭვრეტითაც, ვით ჩვენი ძველები შვრებოდნენ. ჩემი ღმერთი არის ღმერთი სოკრატესი, ფრანკლინის, ვოლტერისა და ბერანჟესი! მე მომხრე ვარ სავოსის ქორეპისკოპოსის სარწმუნოებისა და 89 წლის უკვდავი პრინციპებისა! მე არ მწამს ღმერთი – მოხუცი, თავის ბაღჩაში რომ ყავარჯნით დასეირნობს, თავის მომხრეებს დასაძინებლად ვეშაპის მუცელში გზავნის, კივილითა კვდება და მესამე დღეს დგება. ყოველივე ეს თავისთავად უაზრობაა, და, სხვათა შორის, სრულიად ეწინააღმდეგება ფიზიკის ყოველგვარ კანონს”.