უმა თურმანი – „ეპიზოდი”
„ოქროს გლობუსი”-ს მფლობელი პოპულარული ამერიკელი კინომსახიობი ქალი – უმა თურმანი, ვინაც თავისი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე – მოდელს წარმოადგენდა, ერთობ არასტანდარტული ფიზიკური პარამეტრებით გამორჩეული ქალბატონი გახლავთ. „სექს-სიმბოლოდ” ქცეული თურმანის სიმაღლე – 181 სანტიმეტრია; წონა სულ რაღაც 58 კილოგრამი. აი, ფეხის ზომა კი მას მართლაც რომ მშვენიერთა სქესის წარმომადგენელთათვის შეუსაბამოდ დიდი გააჩნია – 42. თავისი არასტანდარტულად დიდი ფეხის ზომის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტს იოგაზე უზომოდ შეყვარებულმა უმამ ხუმრობით რიტორიკულად ჰკითხა კიდეც – „გინახავთ სადმე ოდესმე ისეთი სექს-სიმბოლო, ვისაც ფეხის ტერფების ნაცვლად თხილამურები აბიაო?” – (ავტორი გენია.ჯი)