ჭანჭიკების შესახებ…
სპირალურ გეომეტრიაში – ჭანჭიკი მართლაც რომ უნიკალურ მოვლენას წარმოადგენს. ღერო, რომლის ერთ ბოლოზე კუთხვილია განთავსებული, ხოლო მეორე ბოლოზე – სხვადასხვა ფორმის ექვსკუთხა ან ოთხკუთხა თავი, უკვე თავისთავად წარმოადგენს მრავალფუნქციურ მოწყობილობას. (ავტორი გენია.ჯი) ჭანჭიკების გამოგონება ძვ.წ.აღ-ით III საუკუნეში მოღვაწე ისეთ გენიალური ძველ ბერძენი სწავლულის სახელთან არის დაკავშირებული, როგორიც გახლავთ – არქიმედე, რადგან დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტების თანახმად, სწორედ ის გახლდათ პირველი ადამიანი, ვინაც ხრახნიანი ჭანჭიკების პრაქტიკაში გამოყენების შესახებ მოგვაწოდა ცნობები. ნიშანდობლივია ისიც, რომ სამეცნიერო წრეებში საყოველთაოდ ცნობილ – „არქიმედეს ხრახნს” სპეციალისტები ამ ლეგენდად ქცეული მეცნიერის ერთ-ერთ საუკეთესო გამოგონებად ასახელებენ დღემდე.
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვერსია ირწმუნება, რომ „არქიმედეს ხრახნი” სირაკუზელმა სწავლულმა ჯერ კიდევ ეგვიპტურ ალექსანდრიაში სწავლის პერიოდში გამოიგონა, რასაც თავის მხრივ, ბევრი გარემოება ადასტურებს. ნილოსის სანაპიროზე ხომ მას შესანიშნავი საშუალება გააჩნდა ბრწყინვალე განათლების მიღების გარდა, ასევე ესარგებლა ალექსანდრიის უნიკალურ ბიბლიოთეკაში დაცული მისთვის საინტერესო და საჭირო წიგნებით. – (ავტორი გენია.ჯი)
არქიმედე
„არქიმედეს ხრახნი”