დონ ხუან მანუელი
დონ ხუან მანუელი - დაიბადა 1282 წლის 5 მაისს ესკალონაში (ესპანეთი).იგი გახლდათ შუა საუკენეების ესპანური ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი მწერალი.გარდა ამისა იყო ჩინებული მებრძოლი და პოლიტიკოსი. 1335 წელს დაწერა საყოველთაოდ ცნობილი ნაწარმოები – “გრაფი ლუკანორი”.მანუელი გახლდათ კასტილიის მეფის წმინდა ფერდინანდ III კასტილიელის (1199-1252 წლები) შვილიშვილი. (ავტორი გენია.ჯი) ასევე ნათესავი გახლდათ კასტილიისა და ლეონის მეფის ალფონსო X კასტილიელის (1221-1284 წლები),რომელსაც ალფონსო X “ბრძენადაც” მოიხსენიებდნენ.ამ მიზეზთა გამო იგი საკმაოდ დიდი გავლენით და პატივით სარგებლობდა იმდროინდელ ესპანურ საზოგადოებაში.დონ ხუან მანუელის ქალიშვილი კი კასტილიისა და ლეონის მეფის ენრიკე II კასტილიელის (1334-1379 წლები) მეუღლე გახლდათ.სწორედ მათგან წამოვიდა “ტრასტამარას სამეფო დინასტია”.მანუელის ლიტერატურული მოღვაწეობა მისი ცხოვრების ბოლო ოცდახუთი წლის შედეგია,მან საკმაოდ გვიან დაიწყო წერა,თუმცა საკმაოდ მრავალფეროვანი და ბევრი ნაწარმოები შექმნა.მიუხედავად ამისა ჩვენამდე მისი დაწერილი ნაწარმოებების მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია.იგი მის მიერ დაწერილ ნაწარმოებებში აღწერდა კასტილიის იმ ეპოქის ცხოვრებას,ასევე თავის შეხედულებას სამყაროზე,ადამიანზე,სამოთხეზე და ჯოჯოხეთზე.1327-1332 წლებში დაწერა “წიგნი მდგომარეობაზე”.ასევე მის მიერ სექმნილი ნაწარმოებებია: “წიგნი დასასრულის გარეშე”,”შემონახული ქრონიკები”,”წიგნი ნადირობაზე” და სხვა ნაწარმოებები. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ მანუელი არა ლათინურ ენაზე,არამედ ესპანურ ენაზე წერდა.ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად მის შემოქმედებაში მიჩნეულია “წიგნი გრაფი ლუკანორას და პატრონიოს მაგალითებისა”,იგივე – “გრაფი ლუკანორი”.ეს წიგნი შედგება ხუთი ნაწილისაგან.პირველი ნაწილი ყველაზე დიდი მოცულობისაა და 51 ნოველისაგან შედგება.მეორე,მესამე და მეოთხე ნაწილი ძირითადად აფორიზმებისაგან და დიალოგებისგან შედგება.ხოლო მეხუთე ნაწილი ერთგვარი მორალურ-დიდაქტიკური და თეოლოგიური ტრაქტატია.დონ ხუან მანუელი გარდაიცვალა 1349 წლის 13 ივნისს,მისი შემოქმედება კი დღემდე,შუასაუკუნეების ესპანური ლიტერატურის შედევრებად არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)