ლუჩანო პავაროტი – „ეპიზოდი”
ქველმოქმედებით გამორჩეული ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი ტენორი – ლუჩანო პავაროტი (1935-2007 წლები), ვინაც 40 წელიწადზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოდიოდა მსოფლიოს საუკეთესო ოპერათა სცენებზე, ერთი მეტად ცუდი (უპასუხისმგებლო) თვისებით გამორჩეული ხელოვანი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მოდენელ საოპერო მომღერალს ხშირად ახასიათებდა წინასწარ მომზადებული საკონცერტო გამოსვლის გაუქმება უკანასკნელ მომენტში, რის გამოც მის რეპუტაციას ჩრდილი ადგებოდა ხოლმე (ამიტომაც უწოდეს პავაროტის რიგმა კრიტიკოსებმა – „გაუქმების მეფე”). შედეგად, რამდენიმე ცნობილი ოპერის ადმინისტრაციას ძალიან ცუდი ურთიერთობები ჩამოუყალბდა გენიალურ ტენორთან.
ამის თვალსაჩინო ერთი მაგალითი დაკავშირებულია ჩიკაგოს საოპერო თეატრთან – „ლირიკ-ოპერასთან”, რომელთანაც ლუჩანოს 15 წლიანი საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა. უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, „ლირიკ-ოპერაში” პავაროტიმ 41 დაგეგმილი კონცერტიდან 26 გააქუმა უკანასკნელ მომენტში. შედეგად, 1989 წელს ჩიკაგოს საოპერო თეატრმა „გაუქმების მეფედ” წოდებულ უპასუხისმგებლო ტენორთან საბოლოოდ გაწყვიტა კონტრაქტი. ასეთი მაგალითები სამწუხაროდ, არაერთი ყოფილა ამ უდიდესი საოპერო მომღერლის ცხოვრებაში. – (ავტორი გენია.ჯი)