„ჭეშმარიტება გხდით თქვენ თავისუფალს!”
კარიბის ზღვაში განთავსებული კუნძული ჰაიტის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე – დომინიკელთა რესპუბლიკა, ქრისტიანული რწმენის მატარებელი ქვეყანაა. მისი მოსახლეობის 69,1 % ქრისტიანია. მათ შორის, როგორც კათოლიკები, ისე პროტესტანტები. (ავტორი გენია.ჯი) სხვათაშორის, ქრისტიანების შემდეგ ყველაზე მრავლად აღნიშნულ ქვეყენაში ათეისტები გვხვდებიან. ისინი ქვეყნის მოსახლეობის 28 %-ს შეადგენენ. ის რომ, დომინიკელთა რესპუბლიკა ჭეშმარიტად ქრისტიანულ სახელმწიფოს წარმოადგენს, მრავალი გარემოება მეტყველებს. მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ატრიბუტებიც, როგორებიცაა – ეროვნული დროშა და ეროვნული გერბი. ეს ორი მათგანი ის იშვიათი გამონაკლისებია, რომლებზედაც ქრისტიანთათვის წმინდა წიგნად ქცეული „ბიბლიის” გამოსახულებაა დატანილი. სხვა ქვეყნების უდიდესი ნაწილის ეროვნულ დროშებსა და სახელმწიფო გერბებზე ვერსად შეხვდებით ამ რელიგიურ სიმბოლოს. თავის მხრივ, იოანეს სახარების მერვე თავში ერთად გამოსახული ჯვარი და ბიბლია (როგორც ეს დომინიკელთა რესპუბლიკის სახელმწიფო ატრიბუტებზეა აღბეჭდილი) შემდეგი აზრის მატარებელია, და მეტად საინტერესო და მრავლისმეტყველი აზრისაც – „ჭეშმარიტება გხდით თქვენ თავისუფალს!”
ოფიციალურ დევიზად კი, დომინიკელთა რესპუბლიკას ეს სიტყვები აქვს არჩეული – „ღმერთი, მამული, თავისუფლება”.