არმან-შარლ დე ლაპორტ დე ლამეიერი – „ეპიზოდი”
ლეგენდად ქცეული კარდინალი მაზარინის უმშვენიერესი არისტოკრატი დისწული – ორტენზია მანჩინი, ვინაც შემდგომში ინგლისის მეფის – ჩარლზ II სტიუარტის ერთ-ერთ უმთავრეს საყვარელს ქალად იქცა, ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში ყოფნის ჟამს დააქორწინეს ერთ-ერთ უმდიდრეს ევროპელ ჰერცოგზე – არმან-შარლ დე ლაპორტ დე ლამეიერზე (1632-1713 წლები). მაშინ ეს უკანასკნელი 29 წლისა გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) არმანი ძალიან უცნაურ და რთულ პიროვნებას წარმოადგენდა, რამაც ორტენზიას ბევრი ვნება და ვარამი მოუტანა დროთა განმავლობაში. ზნეობის უკიდურესმა დაცვამ არმანი ნელი-ნელ ზნეობის ფანატიკურ დამცველად აქცია. ზნეობრიობის დაცვის მოტივით მან პარიზში განთავსებულ თავის მდიდრულ სასახლეში წარმოდგენილი უნიკალური კოლექციაც კი დამახინჯებასა და განადგურებას დაუქვემდებარა. ზნეობის გაფანატიკოსებულმა დამცველმა მის დიდებულ კოლექციაში დაცულ შედევრ-ტილოებზე გამოსახულ ადამიანთა შიშველ ფიგურებს სარცხვინებლები მუქი საღებავებით დაუფარა. ნიუში (შიშვლად) ნაძერწ უნიკალურ ქანდაკებებს კი, მისი პირადი ბრძანებით ქვეშევრდომებმა ჩაქუჩებით მოამსხვრიეს მარმარილოს ძვირფასი ქვისაგან ნაკეთები გენეტალიები.
ზნეობრიობის დაცვის მოტივითვე მან თავის სიმპათიურ მოსამსახურე გოგონებს წინა ორ-ორი კბილი დააძრო. დააძრო, რადგან გარეშე პირთა მხრიდან ყურადღების ცენტრში არ მოქცეულიყვნენ. გარდა ამისა, მათ არ აწველინებდა ძროხებს, რადგან ამასაც კი ამორალურობასა და გარყვნილებასთან აასოცირებდა.
უკიდურესი ეჭვით შეპყრობილი არმანი საკუთარ მეუღლეს გაუთავებლად უწყობდა გამოცდებს ერთგულებაში. იგი ხშირად აიძულებდა ორტენზიას მუხლებზე მდგომს ელოცა მთელი ნახევარი დღის განმავლობაში. საბოლოო ჯამში, ქალი იმ დონემდე გამოიყვანა წყობიდან ქმარმა თავისი აუტანელი გამოხდომებით, რომ 8 წლიანი ტანჯვა-წამების შემდეგ ორტენზია სახლიდან ბაშვების გარეშეც კი გაიქცა. ოთხივე შვილი მან პათოლოგ ქმარს დაუტოვა. თავად კი ინგლისის მეფის – ჩარლზ II სტიუარტის საყვარლობით დაიმკვიდრა ადგილი ისტორიის ფურცლბზე. – (ავტორი გენია.ჯი)
ორტენზია მანჩინი