ჰაირემ სტივენს მაქსიმი – „ეპიზოდი”
ამერიკული წარმომავლობის მქონე დიდი ინგლისელი გამომგონებლისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ერთ-ერთი ფუძემდებლის - ჰაირემ სტივენს მაქსიმის (1840-1916 წლები) მიერ შექმნილი საყოველთაოდ ცნობილი და იმ პერიოდისათვის ინოვაციური დაზგის ტყვიამფრქვევი – „მაქსიმი” წუთში 666 გასროლას აწარმოებდა. (ავტორი გენია.ჯი) მისმა გამოგონებამ საქვეყნოდ გაიგდო სახელი. შედეგად, „მაქსიმი”-თ უამრავი სახელმწიფო დაინტერესდა. მათ შორის იყო შორეული ჩინეთიც. ამიტომაც მიავლინეს „ნისლიან ალბიონზე” ჩინეთიდან სპეციალურად ცინის დინასტიის საიმპერატორო კარზე მომსახურე ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზი დიდებული – ლი ჰუნჩჟანი. დიპლომატი, ვინაც როგორც კი ინგლისურ მიწაზე დადგა ფეხი, პირველი რაც მოითხოვა, სწორედ რომ ინოვაციური ტყვიამფრქვევის ავტორთან შეხვედრა იყო. „ – მე მსურს, პირადად შევხვდე ჰაიმერ მაქსიმს”, – განუცხადა მან ინგლისელ მასპინძლებს. შეხვედრა მართლაც შედგა, რა დროსაც მასპინძელმა გამომგონებელმა სტუმარ დიპლომატთან თავისი ინოვაციური ქმნილების დემონსტრირება მოახდინა. ნანახმა ლი ჰუნჩჟანი აღაფრთოვანა,
„ – და მაინც, რა ჯდება ფინანსურად ამ შესანიშნავი იარაღიდან სროლა? – დაინტერესდა იგი.
- 133 ფუნტი-სტერლინგი წუთში! – უპასუხა მაქსიმმა.
- ოჰო, როგორც ჩანს, ეს ტყვიამფრქვევი ძალიან სწრაფად ისვრის ჩინეთისთვისო”… – ჩაილაპარაკა შეფიქრიანებულმა დიპლომატმა, თუმცა სოლიდური კონტრაქტი მაინც გააფორმა ჰაირემთან. – (ავტორი გენია.ჯი)
ლი ჰუნჩჟანი