ჯონ ტაილერი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-10 პრეზიდენტი – ჯონ ტაილერი (1790-1862 წლები), თავისი ცხოვრების განმავლობაში ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან მას 8 შვილი ჰყავდა, ხოლო მეორე ქორწინებიდან – 7. საერთო ჯამში ტაილერს 15 შვილი ჰყავდა და ერთობ მრავალშვილიან მამასაც წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში დაბადებული ამერიკელი პოლიტიკოსის ორი შვილიშვილი დღემდე ცოცხალია. როგორც ცნობილია, თავისი ბოლო შვილი ტაილერს საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში შეეძინა. კერძოდ – 63 წლის ასაკში. თავის მხრივ, ამ უკანასკნელს შვილები (ესე იგი, ჯონის შვილიშვილები) კიდევ უფრო ხანდაზმულ ასაკში გაუჩნდა, რამაც განაპირობა ის, რომ ისინი დღემდე ცოცხლები და საღ-სალამათები არიან. აქვე საყურადღებოა ისიც, რომ ჯონ ტაირელი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან სულ რაღაც ოციოდე წლის გასვლის შემდგომ მოევლინა ქვეყნიერებას. – (ავტორი გენია.ჯი)