მთვარე – „ეპიზოდი”
მეცნიერთა მტკიცებით, დედამიწის ერთადერთი თანამგზავრი – მთვარე, ჯერ კიდევ 4,6 მილიარდი წლის წინათ ჩამოყალიბდა, დაახლოებით 30-50 მილიონი წლის შემდეგ, რაც მზის სისტემის გალაქტიკა იქნა ჩამოყალიბებული. (ავტორი გენია.ჯი) პირველი უპილოტო მისია მთვარეზე საბჭოთა კავშირმა განახორციელა 1959 წელს, ხოლო პირველი ეკიპაჟი ამ ციურ სხეულს ამერიკელი ასტრონავტების სახით ეწვია 1969 წელს. მთვარის ზედაპირზე, სადაც მიზდულობის ძალა დედამიწასთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებია, კაცობრიობის ისტორიაში სულ 12-მა ადამიანმა დაადგა ფეხი. მათ შორის პირველი მათგანი გახლდათ საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი ასტრონავტი – ნილ არმსტრონგი. ჯერ-ჯერობით უკანასკნელი ასტრონომი კი, რომელმაც მთვარის ზედაპირზე „გაინავარდა”, „აპოლო 17″-ის ეკიპაჟის ამერიკელი მეთაური – იუჯინ სერნანი გახლდათ. მან მთავრის მისია კოლეგა ასტრონავტთან – ჰარისონ შმიტთან ერთად 1972 წელს განახორციელა. საყურადღებოა ისიც, რომ მთვარის ზედაპირზე ამერიკელი ასტრონავტების გარდა არც ერთი სხვა ქვეყნის ასტრონავტს არა აქვს ფეხი დადგმული დღემდე. – (ავტორი გენია.ჯი)
ნილ არმსტრონგი
იუჯინ სერნანი