იცით თუ არა, რომ?!
1. ყველაზე ხანდაზმულ ასაკში მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ამერიკელ სწავლულ-ქალბატონს – ელისაბედ ეიჩელბაუმს მიენიჭა. ამ საპატიო ხარისხის მიღების დროს, იგი 90 წლისა და 58 დღის ასაკში იმყოფებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. იტალიური კომპანიის – „Ferero”-ს მიერ წარმოებული საყოველთაოდ ცნობილი ტკბილეულის – „ქინდერ-სიურპრიზი”-ს შოკოლადიანი კვერცხის წონა, საშუალოდ – 35 გრამია.
* * *
3. მეცნიერთა მტკიცებით, ღამურები დედამიწაზე დაახლოებით 65 – 100 მილიონი წლის წინათ გაჩნდნენ. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ჩვენს პლანეტას დინოზავრები მოევლინენ.
* * *
4. კასპიის ზღვად წოდებული ტბის ფართობი გაცილებით დიდია, ვიდრე იაპონიისა.
* * *
5. ინტერნეტდამოკიდებული ადამიანების განსაკურნებლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სპეციალური სამკურნალო ბანაკები ფუნქციონირებს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. პოლიეთილენის პარკი – პირველად 1957 წელს შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მისი თავდაპირველი დანიშნულება პროდუქტების შეფუთვით განისაზღვრებოდა მხოლოდ.
* * *
7. ექსპერიმენტების შედეგად დამტკიცებულია, რომ ყვავილები სხვადასხვანაირად რეაგირებენ ამა თუ იმ ადამიანის მიმართ. ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ ეპყობიან ისინი მათ.
* * *
8. საწვავის მხრივ (ბენზინი, დიზელი და ასე შემდეგ) ყველაზე მაღალი ფასებით მსოფლიოში – ნორვეგიის სამეფო გამოირჩევა. საყურადღებოა, რომ ის თანხები, რომელიც საწვავის გაყიდვიდან შედის ქვეყნის ბიუჯეტში, ინფრასქტრუქტურის გაუმჯობესებასა და უფასო განათლების მიღებას ხმარდება სრულიად.
* * *
9. თოვლის საერთაშორისო დღე – ყოველი წლის 19 იანვარს აღინიშნება.
* * *
10. დღეისათვის ჩვენს პლანეტაზე მანდარინის 50-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული. – (ავტორი გენია.ჯი)