ჰამბურგი და „The Beathles” – (ეპიზოდი)

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სიდიდით მეორე ქალაქ – ჰამბურგთან, რომელსაც „გერმანიის ვენეციად” მოიხსენიებენ დღემდე, დაკავშირებულია ლეგენდად ქცეული ისეთი მუსიკალური როკ-ენ-როლ ჯგუფის დაბადება, როგორიც გახლდათ – „ბითლზი”. (ავტორი გენია.ჯი) ჰამბურგში არსებულ რეპერბანის ქუჩაზე, სადაც განსაკუთრებით აქტიურია ღამის ცხოვრება, კლუბ „ინდრა”-ში 1960 წლის 17 აგვისტოს კონცერტი გამართა ყველასათვის უცნობმა მუსიკალურმა ჯგუფმა, სახელწოდებით – „The Beathles”. თავდაპირველად კოლექტივში 5 წევრი ირიცხებოდა – ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი, სტიუარტ სატკლიფი (ბას-გიტარა) და დრამერი – პიტ ბესტი, ვინაც შემდგომში რინგო სტარმა ჩაანაცვლა. საწყისი ორი თვის განმავლობაში ჯგუფის წევრები საღამოს 8 საათზე იწყებდნენ კლუბში „მუშაობას” და გვიან დილით ასრულებდნენ, რაც ძალიან დამღლელი საქმიანობა იყო მათთვის.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ჯონ ლენონმა, პოლ მაკარტნიმ და ჯორჯ ჰარისონმა სწორედ რომ ევროკავშირის სიდიდით მეშვიდე ქალაქში გაიცნეს მათი ჯგუფის ერთ-ერთი მომავალი ლიდერი, დრამერი და კომპოზიტორი – რინგო სტარი. პირველი სტუდიური გამოცდილებაც „ლივერპულელმა ოთხეულმა” ჰამბურგში მიიღო და არა მშობლიურ ლივერპულში. შემდეგ როგორ განვითარდა „ბითლზი” – ყველასათვის ცნობილი ფაქტია. – (ავტორი გენია.ჯი)

ჰამბურგისათვის თავისი დიდი დამსახურება არ დაუკარგავს „ბითლზი”-ს არც ერთ წევრს, რაც კარგად ჩანს თვით ჯონ ლენონის შემდგომ სიტყვებშიც – „ჰამბურგმა შეგვქმნა ჩვენო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>