აგათა კრისტი – „ეპიზოდი”

„გმადლობ შენ, უფალო, ჩემი კარგი ცხოვრებისთვის და ყველა იმ სიყვარულისთვის, რომლითაც დამაჯილდოვე მე”. – ამ სიტყვებით სრულდება დიდი ინგლისელი მწერალი და დრამატურგი ქალის – აგათა კრისტის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფია. (ავტორი გენია.ჯი) ავტობიოგრაფია ქალისა, რომელიც თავისი ცხოვრების განმავლობაში ორჯერ იყო დაქორწინებული და გააჩნდა ერთადერთი ქალიშვილი, სახელად – როზალინდა პირველი ქორწინებიდან. თუკი აგათას პირველი ქმარი ცოლზე ასაკოვანი გახლდათ წლოვანებით, მეორე შემთხვევაში პირიქით, კრისტი უკვე თავად იყო მთელი 15 წლით უფროსი თავის ახალ რჩეულ მამაკაცზე. ინგლისელი ლიტერატორი ქალის რჩეულს მეორე ჯერზე სახელოვანი ბრიტანელი არქეოლოგი და დასავლეთ აზიის სიძველეების სპეციალისტი – მაქს მალოვანი წარმოადგენდა. იმის გამო, რომ აგათა მაქსიზე გაცილებით ასაკოვანი იყო, მას ხშირად სჩვეოდა ხოლმე მრავლისმეტყველი ხუმრობა აღნიშნული გარემეობის გამო – „არქეოლოგის ცოლი თავის ქმარზე გაცილებით უფროსი უნდა იყოს ასაკით, რათა ამ უკანასკნელს ცოლის მიმართ მუდმივი ინტერესი გააჩნდესო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>