კიპლინგის ბაგირა – „ეპიზოდი”

დღეისათვის დედამიწაზე დაახლოებით 40 000-მდე ობობის სახეობა ბინადრობს, რომლებიც მწერებითა და სხვა ცოცხალი ორგანიზმებით იკვებებიან. თუმცა ამ შემთხვევაში არსებობს ერთადერთი გამონაკლისიც. 1896 წელს სახელოვანმა ამერიკელმა ბიოლოგმა და ეთოლოგმა ცოლ-ქმრის წყვილმა – ჯორჯ და ელისაბედ პეკჰემებმა პირველად აღმოაჩინეს და აღწერეს სრულიად ახალი სახეობის ობობა, რომელსაც რედიარდ კიპლინგის გახმაურებულ ლიტერატურულ ნაწარმოებში მოხსენიებული ერთ-ერთი პერსონაჟის, შავი პანტერას საპატივცემულოდ, სახელად – „ბაგირა” (კიპლინგის ბაგირა) უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ობობა ფართოდ არის გავრცელებული ცენტრალური ამერიკის ტერიტორიაზე არსებულ ქვეყნებში. მათ შორის, მექსიკაში, გვატემალაში, კოსტა რიკასა და ბელიზში.

„კიპლინგის ბაგირამ” ჩვენი ყურადღება იმ უნიკალური თვისების გამოისობით მიიპყრო, რომ სხვა სახეობის ობობებისაგან განსხვავებით, არასოდეს არ იკვებება რაიმე სახის ცოცხალი ორგანიზმით… არც მწერებით. იგი მხოლოდ და მხოლოდ მცენარეულ საკვებს შეექცევა, რის გამოც ხშირად „ვეგეტარიანელადაც” კი მოიხსენიებენ ბიოლოგები. შედეგად, „კიპლინგის ბაგირა” ერთადერთი „ვეგეტარიანელია” ობობასნაირთა კლასის წარმომადგენელთა შორის. ეს უცნაური ობობები პრაქტიკულად ერთადერთი სახეობის მცენარეზე ამჯობინებენ ბინადრობას. კერძოდ – აკაციის ხეზე, რადგან ძალიან უყვართ საკვებად აკაციის სურნელოვანი ყვავილების გამოყენება. – (ავტორი გენია.ჯი)


ჯორჯ და ელისაბედ პეკჰემები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>