არომატული აბაზანები – „ეპიზოდი”

სურნელოვანი არომატების „ოქროს საუკუნედ” ისტორიკოსები ნაპოლეონ ბონაპარტის მმართველობის პერიოდს ასახელებენ. სწორედ მაშინ დაიწყეს მდიდარმა ფრანგებმა ათასგვარი სურნელოვანი არომატული საშუალებებით სააბაზანოდ განკუთვნილი წყლის შეზავება. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის, ასეთ მეთოდს მიმართავდა თავად ნაპოლეონიც, ვისაც განსაკუთრებით უყვარდა აბაზანების ხშირი მიღება. ყოველივე ამის ფონზე საკვირველია, რომ იგი თავის თავქარიან მეუღლეს – ჟოზეფინა ბოარნეს კატეგორიულად უშლიდა არომატული აბაზანების გამოყენებას, რადგან ამ შემთხვევაში იგი უპირატესობას ცოლის „ბუნებრივ სურნელს” ანიჭებდა. თავის მხრივ, ბონაპარტის მსგავსად, ჟოზეფინაც არომატული სურნელების მქონე აბაზანების მოტრფიალე გახლდათ. განსაკუთრებით მას მაინც პაჩულისა და მუსკუსის არომატები იტაცებდა, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებდა იმპერატორ-ქმარს. მას შემდეგ, რაც ნაპოლეონსა და ბოარნეს შორის სქორწინო კავშირი ოფიციალურად დაირღვა, იცოდა რა ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სიძულვილი პაჩულისა და მუსკუსის სურნელების მიმართ, განქორწინების შედეგად განრისხებულმა ქალმა ერთგვარი შურისძიების მიზნით, იმპერატორის პირადი საძინებლის კედლები სპეციალურად და საგულდაგულოდ დაამუშავა ზემოაღნიშნული არომატული საშუალებებით. ამბობენ, რომ იმპერატორის საძინებელში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ გამქრალა პაჩულისა და მუსკუსის მძაფრი სურნელიო. ის კი არადა, ირწმუნებიან, მათ სურნელს იმპერატორის საძინებელში XIX საუკუნის დასასრულშიც გრძნობდნენ განსაკუთრებულად მგრძნობიარე ყნოსვის პატრონებიო. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>