ართურ კონან დოილი წერდა…
„ცხოვრება გაცილებით აურაცხელ, უცნაურ ამბებს გვთავაზობს, ვიდრე ჩვენს გონებას შეუძლია წარმოიდგინოს. ხშირად თავში არ მოგვივა ისეთი რამ, რასაც ცხოვრებაში არსებობის უფლება აქვს და იმდენი ხნის ისტორია მოეპოვება, რომ გაცვეთილიც არის. ჩვენ რომ სარკმლიდან ხელიხელჩაკიდებულებს გარეთ გაფრენა, სახლის სახურავების ფრთხილად გადახდა და სახლებში, შიგნით რა უცნაური ამბებიც ხდება, იმისი ზემოდან დანახვა შეგვეძლოს, თვალს მოგვჭრიდა განსაცვიფრებელი დამთხვევები, განზრახვები, დასახული გეგმის მონახაზები, გამოუცნობი ქარაგმები, მრავალი გაუგებრობა, თაობათა შორის გამეორებული გასაკვირველი შემთხვევები, მუდამ რომ ახირებული შედეგები ახლავს თან. ყოველივე ნანახი, თავისი პირობითობითა და თითქოს წინასწარ გადაწყვეტილი შედეგებით, ჩვენ დიდი ხნის ნათრევ, ნახმარ, გამოფიტულ და უსარგებლო ამბებად მოგვეჩვენება”.