მეხამრიდი – „ეპიზოდი”
XVIII საუკუნეში საფრანგეთის მოსახლეობა ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ ეკლესიის ზარის ხმას ჭექა-ქუხილის განდევნა ძალუძდა ცის ეთერიდან. შედეგად, როგორც კი ასეთი ბუნებრივი მოვლენა წარმოიქმნებოდა, მნათეები უმალვე სამრეკლოებს მიაშურებდნენ და მთელი გამეტებით რეკდნენ ზარებს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული თეზისი რომ სიმართლესთან ახლოს არ იდგა, ფრანგები რამდენიმე ხანში დარწმუნდნენ. მარტო 1753 – 1786 წლებში მეხის დაცემის შედეგად 103 მნათე გარდაიცვალა ზარების რეკვის პროცესში. შედეგად, 1786 წელს პარიზში გამოიცა სპეციალური ბრძანებულება, რომელიც მნათეებს კატეგორიულად უკრძალავდა წვიმიან ამინდში ზარების რეკვას სამრეკლოებზე. ეს ბრძანებულება მხოლოდ მას შემდეგ იქნა გაუქმებული, რაც XIX საუკუნის ევროპაში მასობრივად დაიწყეს მეხამრიდის სპეციალური მოწყობილობების გამოყენება ელ-ჭექის დროს. ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, პირველი მეხამრიდი საყოველთაოდ ცნობილმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა – ბენჯამინ ფრანკლინმა გამოიგონა ჯერ კიდევ 1752 წელს. – (ავტორი გენია.ჯი)