ჰარი ანსლინგერი – „ეპიზოდი”
„მარიხუანა წარმოადგენს კომუნისტების იმ იარაღს, რომელიც ამერიკელი ერის სულისკვეთებას ასუსტებსო”, – ირწმუნებოდა აშშ-ის ნარკოტიებთან ბრძოლის ფედერალური ბიუროს პირველი ხელმძღვანელი – ჰარი ანსლინგერი (1892-1975 წლები). პროჰიბიციონიზმული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბებული ამერიკელი მაღალჩინოსანი უმთავრესი ინიციატორი გახლდათ მარიხუანას წინააღმდეგ წამოწყებული დაუნდობელი ომისა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობისათვის, პროჰიბიციონიზმი წარმოადგენს პოლიტიკას, რომლის თანახმადაც ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოყვანა-წარმოება და გაყიდვა (ზოგჯერ გამოყენებაც) აკრძალულია, თუმცა დაშვებულია მათი გაყიდვა აფთიაქებში.
იმისათვის, რომ ესოდენ მაღალ თანამდებობაზე ახლად დანიშნულ ენსლინგერს თავისი ახლად დაარსებული უწყების არსებობის აუცილებლობა დაემტკიცებინა ქვეყნისათვის, მას გახმაურებული საქმის წარმოება ესაჭიროებოდა. როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივ მისი არჩევანი კანაბისის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაზე შეჩერდა. აშშ-ის სენატში მხარდაჭერა რომ მოეპოვებინა, ნარკოტიკებთან ბრძოლის ფედერალური ბიუროს პირველმა კომისარმა ავტორიტეტულ ექსპერტებს სთხოვა თავიანთი შეხედულება ჩამოეყალიბებინათ მარიხუანას „ავ-კარგის” შესახებ. 69 ექსპეტრტისგან 29 მათგანი ამტკიცებდა, რომ მარიხუანის მოხმარება არანაირ უარყოფით შედეგებს არ იწვევდნენ ადამიანში. დანარჩენი 30 ექსპერტი კი პირიქით, სულ სხვა შეხედულებისა იყვნენ მასზე.
ასე იყო თუ ისე, ანსლინგერმა თავისი კანონპროექტი სენატში მაინც წარადგინა. იმისათვის, რომ მარიხუანას აკრძალვისათვის სენატორებს მხარი დაეჭირათ, ჰარიმ სიტყვით გამოსვლისას ამ ნარკოტიკული საშუალების შესახებ შემდეგი სახის მეტად უცნაური განცხადება გააკეთა: „მარიხუანა ჩვენი ქვეყნის ფერადკანიან მოსახლეობას აფიქრებინებს, რომ ისინი სულაც არ არიან არაფრით ნაკლები თეთრკანიან მოსახლეობაზე. დღესდღეობით აშშ-ი 100 000 მარიხუანის მომხმარებელია და მათი უდიდესი უმრავლესობა შავკანიანი მოქალაქეები, მექსიკელები, ფილიპინელები და ესტრადის არტისტები გახლავან. ისეთი სატანისტური მუსიკალური მიმდინარეობები, როგორებიცაა – „ჯაზი” და „სვინგი” – სწორედ რომ მარიხუანას მოხმარების შედეგად აღმოცენდა აშშ-ი, ბატონებო! აქვე საყურადღებოა ისიც, რომ მარიხუანას თრობის ქვეშ მყოფი თეთრკანიანი ქალბატონები დაუფარავად ესწრაფვიან შავკანიან მამაკაცებთან სიახლოვეს”.
ჰარი ანსლინგერის სიტყვით გამოსვლამ იმდენად დიდი ზემოქმედება მოახდინა სენატორებზე, რომ მათ დაუყონებლივ დაუჭირეს მხარი მარიხუანას აკრძალვას ქვეყნის მასშტაბით საკანონმდებლო დონეზე. – (ავტორი გენია.ჯი)