ირონიული ფრაზეოლოგია რუსეთის შესახებ…
„რუსები ყველაზე მეტად უცხოეთში კი არა, თავად რუსეთში არ უყვართ”. – გრიგორი იავლინსკი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რუსეთში არაფერია შეუძლებელი, გარდა რეფორმებისა”. – ოსკარ უაილდი
* * *
„რუსეთში გზები არ არსებობს. იქ მხოლოდ მიმართულებებია”. – ნაპოლეონ ბონაპარტი
* * *
„რუსეთში ყველაზე ცუდი კანონებია, თუმცა ამ ნაკლს კომპენსირებას იმით უწევენ, რომ მათ არასოდეს არავინ არ ასრულებს”. – მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინი
* * *
„როგორც ჩანს, ისტორიის ბორბალი რუსეთის გზებზე გათვლილი არ არის”. – ვიქტორ შენდეროვიჩი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რუსეთში ან ცნობილი ადამიანი უნდა იყო ან კიდევ მდიდარი, რომ ისე მოგექცნენ, როგორც ევროპაში ექცევიან ნებისმიერ ადამიანს”. – კონსტანტინე რაიკინი
* * *
„იმისათვის, რომ რუსეთი გადავარჩინოთ, საჭიროა მოსკოვი გადავწვათ”. – მიხეილ კუტუზოვი
* * *
„რუსეთი – დაუსჯელი დანაშაულებისა და შეგნებული ამნეზიის ქვეყანაა”. – რეი ბეგბედერი
* * *
„რუსეთში ცენზორები ორჯერ მეტია, ვიდრე მწერლები”. – ალექსანდრე რომანოვი
* * *
„რუსეთი ისევე გახდება მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში, როგორც ბრაზილია – ჰოკეიში”. – პელე – (ავტორი გენია.ჯი)