ვალენტაინ ფლემინგი – „ეპიზოდი”
ჯეიმზ ბონდის შესახებ დაწერილი ცნობილი რომანების სერიის ავტორის, გამოჩენილი ინგლისელი მწერლის – იან ფლემინგის მდიდარი ბანკირი მამა – ვალენტაინ ფლემინგი (1882-1917 წლები), ვინაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრს წარმოადგენდა თავის დროზე კონსერვატიული პარტიიდან, პირადად მონაწილეობდა პირველი მსოფლიო ომის ქარტეხილებში. (ავტორი გენია.ჯი) სამწუხაროდ, ვალენტაინი სწორედ რომ აღნიშნულ საშინელ მოვლენას შეეწირა 1917 წლის 20 მაისს. მამის გარდაცვალების ჟამს მომავალი ლიტერატორი სულ რაღაც 9 წლის ასაკში იმყოფებოდა. ბრიტანელი პარლამენტარი დაღუპვისთანავე ეროვნულ გმირად შერაცხეს სამშობლოში. შედეგად, მისი ტრაგიკულად გარდაცვალების შესახებ უამრავმა ინგლისურმა გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია. ერთ-ერთი უპირველესი კი, რომელმაც საკმაოდ ვრცელი ნეკროლოგი მიუძღვნა ვალენტაინის გარდაცვალებას თავის ფურცლებზე, ეგზომ ავტორიტეტული ყოველდღიური ბრიტანული გაზეთი – „The Times” გახლდათ. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ იან ფლემინგის მამის შესახებ დაწერილი ნეკროლოგის ავტორს თვით უინსტონ ჩერჩილი წარმოადგენდა, ვისაც გულთბილი სიტყვები არ დაუშურებია ეროვნულ გმირად ქცეული ვალენტაინ ფლემინგის მიმართ.
ასე რომ, სახელოვანი ინგლისელი ლიტერატორი კიდევ უფრო სახელოვანი მამის შვილი იყო. – (ავტორი გენია.ჯი)
იან ფლემინგი