ჯონ გოლზუორთი – „ეპიზოდი”
ნობელიანტი ინგლისელი მწერალი და დრამატურგი – ჯონ გოლზუორთი (1867-1933 წლები), თავის დროზე დაქორწინდა ქალზე, ვინაც ოდესღაც საკუთარი ბიძაშვილის – ართურ გოლზუორთის ცოლს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ლიტერატორის „რჩეულ” ქალს, რომელიც ოფიციალურ დაქორწინებამდე წლების განმავლობაში ატარებდა ჯონის საყვარლის სახელს, ძველ ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, შურისძიებისა და ბედის განმასახიერებელი ღვთაების – ნემესისის სახელი შეურჩიეს დაბადებისას. ადა ნემესის პირსონ კუპერი – ასეთი გახლდათ მისი სრული სახელი და გვარი. ძველ რომაული პროფილის მქონე ქალი, ვისაც გოლზუორთის „დემონი და ანგელოზი” უწოდეს ერთდროულად რიგმა ავტორებმა, იმთავითვე სპორტით იყო გატაცებული და ქალისათვის არადამახასიათებელი სპორტული აღნაგობითაც გამოირჩეოდა. იგი ხშირად ჯირითობდა ცხენით, უყვარდა კრიკეტის თამაში, შესანიშნავად თამაშობდა ბილიარდს და დიდებულად ფლობდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ხელოვნებას. ჯონის ერთ-ერთ მეგობარს გოლზუორთის მეუღლესთან პირველივე შეხვედრისთანავე აღუნიშნავს კიდეც – „არსად არასოდეს არ შემხვედრია ისეთი დაკუნთული ქალი, როგორიც ადა ნემესისიაო!” – (ავტორი გენია.ჯი)
ადა ნემესისი და ჯონ გოლზუორთი