კარდინალი რიშელიე – „ეპიზოდი”
ერნესტ ჰემინგუეის, ერიხ მარია რემარკის, უინსტონ ჩერჩილისა და სხვა უამრავი სახელოვანი ადამიანის მსგავსად, ალკოჰოლური სასმელების მოტრფიალე ასევე გახლდათ გურმანობით გამორჩეული საფრანგეთის ლეგენდად ქცეული სახელმწიფო მოღვაწე და სასულიერო პირი – არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე (1585-1642 წლები), იგივე – კარდინალი რიშელიე. (ავტორი გენია.ჯი) გემრიელ კერძებთან ერთად, იგი ღვინის დიდად მოყვარულ პერსონასაც წარმოადგენდა. თუმცა სპირტიან სასმელებს შორის უპირატესობას რიშელიე ყოველთვის ღვინოს ანიჭებდა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ადგილობრივი წარმოების „ღვთიურ სითხეს” ბორდოს ვენახებიდან. ამიტომაც იყო, რომ ეს გავლენიანი კაცი, ყოველთვის მხარს უჭერდა სამამულო ღვინის წარმოების გაფართოებას ქვეყნის მასშტაბით და ამიტომაც ითხოვდა ყოველი ტრაპეზის ჟამს მისთვის სუფრაზე მხოლოდ და მხოლოდ ფრანგული წარმოების ღვინო მიეტანათ ქვეშევრდომებს.
ღვინისადმი ფრანგი კარდინალის დამოკიდებულება ძალიან კარგად ჩანს მის მიერვე წარმოთქმულ ერთ-ერთ ცნობილ გამონათქვამშიც – „ღმერთს რომ ღვინის დალევა აეკრძალა ჩვენთვის, იგი ასეთ სასიამოვნოს არ გახდიდა მასო”. – (ავტორი გენია.ჯი)