“მეტაფიზიკის სკოლა” – (მეტაფიზიკი პოეტები)
“მეტაფიზიკის სკოლა” - (მეტაფიზიკი პოეტები).სახელწოდება ლიტერატურაში შემოღებულ იქნა “აღორძინების ეპოქის” დიდი ინგლისელი პოეტის,კრიტიკოსის და ლექსიკოგრაფის – სამუელ ჯონსონის (1709-1784 წლები) მიერ.იგი აღნიშნავდა ბაროკოს ეპოქის იმ ინგლისელი პოეტების (XVII საუკუნეში) ერთობლიობას,რომლებიც სრულიად იზიარებდნენ “ნეოპლატონურ” ფილოსოფიურ ხედვებს.თავდაპირველად “მეტაფიზიკური პოეზიის” ცნება შემოტანილ იქნა 1585 წელს,დიდი იტალიელი ფილოსოფოსისა და მეცნიერის – ჯორდანო ბრუნოს (1548-1600 წლები) მიერ დაწერილ წიგნში – “გმირული ენთუზიაზმი”,რომელიც ეძღვნებოდა ცნობილ ინგლისელ პოეტს და საზოგადო მოღვაწეს – ფილიპ სიდნს (1554-1586 წლები).მეტაფიზიკი პოეტების სათავეში იდგა გამოჩენილი ინგლისელი პოეტი ჯონ დონი (1572-1631 წლები).როგორც ჯონ დონი აღნიშნავდა,ადამიანის გონებას არ ძალუძს და არ შეუძლია შექმნას და აღადგინოს სამყარო,თუმცა აქვს უნარი იყოს ცნობისმოყვარე გონიერი არსება,რომელიც ეძებს და პოულობს მხოლოდ აუცილებელს. (ავტორი გენია.ჯი) ძირითადი კონცეფცია ჯონ დონის ესთეტიკისა ემყარებოდა – კონჩეტოს (ფილოსოფიური და ლიტერატურული ტერმინი იტალიური წარმოშობისა.მნიშვნელობით წარმოადგენს – “გონებამ განიზრახა შეცნობა”).XVII საუკუნის პირველ ნახევარში “მეტაფიზიკის სკოლა” დომინირებდა ინგლისურ პოეზიაში და მან დიდი გავლენა მოახდინა გენიალურ ინგლისელი პოეტის ჯონ მილტონის (1608-1674 წლები) შემოქმედებაზე.ასევე მეტაფიზიკური სკოლის გამოჩენილ პოეტებს შორის იყვნენ – ჯორჯ ჰერბერტი,ენდრიუ მარველი და სხვა პოეტები.მომდევნო საუკუნეებში ამ სკოლამ დაკარგა დომინირება და მხოლოდ XX საუკუნეში დაინტერესდა ცნობილი ამერიკელ-ინგლისელი დრამატურგი,პოეტი და კრიტიკოსი თომას სტერნზ ელიოტი (1888-1965 წლები) და ამ სკოლას მიუძღვნა ნარკვევი “მეტაფიზიკი პოეტები”,რომელიც გამოაქვეყნა 1921 წელს.აღსანიშნავია,რომ მეტაფიზიკის სკოლა არა მარტო პოეტებს,არამედ სხვა ხელოვნების ჟანრებშიც ფრათოდ ფიგურირდებოდა და ფიგურირდება დღესაც. (ავტორი გენია.ჯი)