ფლანერი ო’კონორი – „ეპიზოდი”

ირლანდიური წარმომავლობის მქონე გამოჩენილი ამერიკელი მწერალი ქალი - ფლანერი ო’ კონორი (1925-1964 წლები), ფაუნის წარმომადგენელთა მიმართ იმთავითვე დიდ ინტერესსა და სიყვარულს იჩენდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ყველაზე მეტად მას მაინც ფრინველები უყვარდა. მათ შორის განსაკუთრებით ეგზოტიკური და უმშვენიერესი – ფარშავანგები. ფრთოსნებისადმი ესოდენ დიდი „ტრფობა” ო’კონორს პატარაობიდან დაჰყვა თან. ბავშვობის ჯადოსნურ პერიოდში მომავალ ლიტერატორს ფავორიტი – წიწილაც კი გააჩნდა, რომელსაც საკუთარი თავივით უფრთხილდებოდა თურმე. მიუხედავად საკმაო დროის გასვლისა, ფრინველების მიმართ მისი ინტერესი არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდა. სწორედ ამის შედეგი გახლდათ ის, რომ ფლანერის მოზრდილ მამულში მრავლად იყვნენ დაბინავებული დეკორატიული მიზნით – იხვები, ინდაურები, მწყერები და ფარშავანგები (ერთ დღეს მან ფოსტას სულაც 6 ეგზემპლარი ფარშავანგი შეუკვეთა).

ცნობილია ისიც, რომ ო’კონორმა თავის კუმირ ამერიკელ პოეტს – რობერტ ლოუელს, ვინაც მორიგ ჯერზე იმყოფებოდა ნაბახუსევზე, რატომღაც თავისი ერთ-ერთი ფარშავანგის ფრთისაგან დამზადებული – 1 მეტრისა და 50 სანტიმეტრი სიგრძის მქონე პერო გაუგზავნა საჩუქრად. მას შემდეგ, რაც ადრესატს ესოდენ უცნაური საჩუქარი უხილავს, ხუმრობით უთქვამს – „ეს ზუსტად ის არის, რაც მაკლდა ცხოვრებაშიო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>