„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ეი, შენ, ადამიანო! რა უფლება გაქვს, სხვა გააუბედურო?” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველი ადამიანი თავისი მდგომარეობის ღირსია და არავინ სიბრალულს არ იმსახურებს!”
* * *
„სიჯიუტეს ვისთვის რა სარგებლობა მოქვს, შენ რომ მოგიტანოს!”
* * *
„სურვილი უნდა გქონდეთ, რომ გაიგოთ!”
* * *
„საძაგელი ფიქრი, ზოგჯერ უწმინდესი ადამიანის გულსაც შეუჯდება. ხანდახან, ისეთი საშინელი ფიქრი გაურბენს კაცს გულში, რომ საკუთარი თავისაც კი შერცხვება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოდი, გადალახე საკუთარი თავი! იარსებე მხოლოდ იმისთვის, რომ იყო აბსოლუტურად უანგარო, აბსოლუტურად უმწიკვლო, აბსოლუტურად მიუწვდომელი!”
* * *
„გაჭირვებისა და აღელვების დროს ადამიანს მართლაც, იმდენი სისულელე წამოსცდება, რომ მერმე, იმ აფორიაქებულ წუთებში წარმოთქმული ყოველი სიტყვა საშინელებად, სისულელედ, ქვეყნის დაქცევად ეჩვენება და გახსენებაც ჭკუიდან შლის”.
* * *
„ერთ საქმეში რომ დამარცხდე, განა ეს გატეხისა და კაპიტულაციის უფლებას გაძლევს?!”
* * *
„მთავარია, სინდისთან არ სცოდავდე”.
* * *
„ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არაა!” – (ავტორი გენია.ჯი)