შარლოტა ბრონტე – „ეპიზოდი”
დიდი ინგლისელი მწერალი და პოეტი ქალი - შარლოტა ბრონტე (1816-1855 წლები), საკუთარ თავს იმთავითვე შეუხედავი გარეგნობის მქონე მანდილოსნად მიიჩნევდა. ის კი არადა, სულაც ამბობდა – მახინჯი ვარო. (ავტორი გენია.ჯი) მისი ბიოგრაფების ცნობით, ერთ-ერთი უდიდესი ბრიტანელი რომანისტი ტანად ძალიან მომცრო და დაბალი ყოფილა. მისი სიმაღლე სულ რაღაც – 145 სანტიმეტრს შეადგენდა თურმე და გამოირჩეოდა თვალშისაცემი სიგამხდრით. გარდა ამისა, ცუდი მხედველობის გამო, ხშირად ატარებდა სათვალეებსაც.
მას შემდეგ, რაც გამოჩენილმა ინგლისელმა მწერალმა ქალმა – ელისაბედ გასკელმა პირველად გაიცნო შარლოტა, პირად დღიურში ასე დაახასიათა კოლეგის გარეგნობა – „მოწითალო სახე, დიდი პირი, რომელშიაც ბევრი კბილები აკლია”. და მართლაც, ბრონტეს კბილები საშინელ მდგომარეობაში გააჩნდა. თუმცა ეს ნაკლი სტომატოლოგის მომსახურებით აღმოფხვრა, რაშიაც თავისი ჰონორარების სოლიდური ნაწილი გაუღია დიდ ლიტერატორ ქალს. – (ავტორი გენია.ჯი)